English Version
 
ისტორია

1999 წელს დაარსდა კავშირი "მზე და დედამიწა". დამფუძნებლების მთავარი მიზანი იყო მზის ენერგიების გამოყენების ხელშეწყობა.
2006 წელს "მზე და დედამიწის" ბაზაზე არსდება ასოციაცია "მდგრადი ენერგიების ცენტრი – მზის სახლი" საქმიანობის სფეროს გაფართოების და გამრავალფეროვნების მიზნით.

 
 
მიზანი

ასოციაცია "მდგრადი ენერგიების ცენტრი – მზის სახლი" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია.
ჩვენი ძირითადი მიზნია განახლებადი ენერგიების გამოყენებით მდგრადი განვითარების ხელშეწყობა!

 
საქმიანობის სფეროები
  • მზის, ქარის, წყლის, ბიოგაზის და სხვა განახლებადი ენერგირესურსების პოტენციალის კვლევა და გამოყენება;
  • განახლებადი ენერგიების პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია;
  • ეკოლოგია და კლიმატის ცვლილება;
  • ენერგოეფექტურობა.
მიღწევები
  • ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ განახლებადი ენერგიების სფეროში მუშაობის 20 წლიანი მეცნიერული და პრაქტიკული გამოცდილება;
  • ამჟამად მიმდინარეობს განახლებადი ენერგიების პოტენციალის შესწავლა საქართველოს მაღალმთიან სოფლებში.
  • საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ უკვე ინსტალირებულია სხვადასხვა დანიშნულების და ტიპის 170–ზე მეტი მზის ფოტოელექტრო და წყალგამაცხელებელი სისტემა.
ინსტალირებული მზის სისტემები საქართველოს ტერიტორიაზე